პლანეტის უმდიდრესი ადამიანები

Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში 2020 წელს ლიდერი პირველად შეიცვალა

გასულ პარასკევს სავაჭრო დღის შემდეგ, Forbes-ის მილიარდერთა სიაში 2020 წელს პირველად შეიცვალა ლიდერი. Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს, ფრანგული პრემიუმ პროდუქციის ბრენდებს ჰოლდინგ LVMH-ის მფლობელმა, ბერნარ არნომ გადაუსწრო. 

გამოცემის შეფასებით, არნოს ქონებამ 117 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ბეზოსის ქონების ღირებულება 115,6 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიაში ლიდერი 2020 წელს პირველად შეიცვალა. ამის მიზეზი ჯეფ ბეზოსის მთავარი აქტივების აქციებზე ფასის შემცირებაა. 

Amazon-ის აქციებზე ფასი 0,7%-ით შემცირდა, ხოლო არნოს კომპანიის აქციებზე ფასი ამდენითვე გაიზარდა. ეს უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც, ბერნარ არნომ ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო. პირველად ეს 2019 წლის დეკემბერში მოხდა. 

Bloomberg-ის შეფასებით, ბერნარ არნო 2019 წლის ყველაზე წარმატებული მილიარდერია, რომლის ქონებაც წლის განმავლობაშ 36,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

Forbes-ის მილიარდერთა სიაში არნოსა და ბეზოსის შემდეგ, მესამე ადგილს Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი იკავებს, მეოთხე ადგილზე ყველაზე წარმატებული ინვესტორი უორენ ბაფეტია, ხოლო ხუთეულს კი 82 მილიარდი დოლარით მარკ ზაკერბერგი ხურავს.

კომენტარები