კვენტინ ტარანტინო

კვენტინ ტარანტინომ ჰოლივუდის თავისი საყვარელი ახალგაზრდა მსახიობი დაასახელა

IndieWire

კვენტინ ტარანტინომ ჰოლივუდის თავისი საყვარელი ახალგაზრდა მსახიობი დაასახელა და უცნარია, მაგრამ ამ მსახიობს მის არც ერთ ფილმში მონაწილეობა არ აქვს მიღებული.

The Ringer-ის პოდკასტში ყოფნისას ტარანტინომ ფილმი The Unstoppable განიხილა, სადაც მთავარ როლებს დენზელ ვოშინგტონი და კრის პაინი ასრულებენ.

"ვფიქრობ, ერთ-ერთი რაც ყველაზე ამაღელვებელია ამ ფილმში, არის ის რომ მე კრის პაინის დიდი ფანი ვარ. ახლა, ჩემთვის, მისი ასაკის მსახიობებში ის ფავორიტია - იმ ჯგუფში, იმ ერაში და იმ ადამინებში", - თქვა რეჟისორმა.

მისივე თქმით, მას მოეწონა კრის პაინის მიერ შესრულებული როლი Star Trek-ში, თუმცა მისივე აზრით, მსახიობი კინოს ვარსკვლავი The Unstoppable-ის შემდეგ გახდა.

"სიმართლე რომ გითხრათ, ის კარგი იყო სხვა ფილმებშიც, თუმცა მას არ ჰქონდა ის, რაც ახლა აქვს", - თქვა რეჟისორმა.

კვენტინ ტარანტინოს ახალმა ფილმმა Once Upon A Time in Hollywood-მა 2020 წლის ოსკარის დაჯილდოებისთვის 10 ნომინაციის მოპოვება შეძლო, თავად ტარანტინო კი საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაშია წარდგენილი.

კომენტარები