დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

“ტაბლოიდებმა დედამისი მოკლეს” - ჰიუ გრანტი პრინც ჰარის მხარს უჭერს

IndieWire

ბრიტანელი მსახიობი, ჰიუ გრანტი, მხარს უჭერს პრინც ჰარისა და მეგან მარკლის გადაწყვეტილებას სამეფო ტიტულების დატოვების, მათი დროის ნახევარის კანადაში გატარებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვების შესახებ.

ამის შესახებ ჰიუ გრანტმა "Radio Andy"-ში ისაუბრა.

"მე ჰარის მხარეს ვარ. ტაბლოიდებმა ეფექტურად მოკლეს დედამისი, ახლა ისინი მის ცოლს უნგრევენ ცხოვრებას", - თქვა მსახიობმა.

ჰიუ გრანტი პრინცი ჰარის დედის - პრინცესა დაიანას სიკვდილს გულისხმობდა, რომელიც პარიზში, 36 წლის ასაკში ავტოავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა. პაპარაცების გუნდი პრინცესა დაიანას მანქანას მისდევდა, როდესაც მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და ავტოავარია მოხდა.

"მას თავის რამდენიმე დაზიანება ჰქონდა, თუმცა ცოცხალი იყო უკანა სკამებზე ჯდომის დროს. და ის ადამიანები, რომლებმაც ინციდენტი გამოიწვიეს, დახმარების ნაცვლად ფოტოებს უღებდნენ, როგორ კვდებოდა ის", - თქვა პრინცმა ჰარიმ 2017 წელს BBC-ის დოკუმენტურ ფილმში დაიანას შესახებ.

ასევე, პრინცმა ჰარიმ 2019 წლის ოქტომბერში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ის წერდა, რომ ბრიტანული ტაბლოიდები და პრესა ისევე ექცეოდნენ მის ცოლს, როგორც დედამისს მოექცნენ.

კომენტარები