რუსეთი

პუტინი საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლაზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს

Euronews

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წამოაყენა ინიციატივა რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე უნდა ჩატარდეს. პუტინს სურს რუსეთი საპრეზიდენტოდან საპარლამენტო რესპუბლიკად იქცეს, სადაც ძირითადი ძალაუფლება პრემიერმინისტრს ექნება და ამგვარად მეოთხე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კვლავ შეინარჩუნოს მმართველობა.

პუტინს ვადა 2024 წელს ეწურება. მას არ დაუკონკრეტებია რას აპირებს ამის შემდეგ, თუმცა რუსეთის კონსტიტუცია ზედიზედ მესამე ვადით კენჭისყრის უფლებას არ მისცემს, შესაბამისად სავარაუდო იყო, რომ მას საკონსტიტუცო ცვლილება მოეთხოვა.

"რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური სისტემის სერიოზული ცვლილებებია. ეს გაზრდის პარლამენტის, საპარლამენტო პარტიების როლს და პრემიერმინისტრის დამოუკიდებლობას და პასუხისმგებლობას." თქვა პუტინმა ინიციატივის წამოყენების შემდეგ.

პუტინმა ასევე დააანონსა ფედერაციის საბჭოს უფლებამოსილების გაზრდა. დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ფედერაციული საბჭო საკონსტიტუციო ორგანო ხდება, საბჭოს საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნა ეძლევა. 

ასევე, იცვლება ძალოვანი მინისტრების არჩევისა და დანიშვნის წესი. ახალი პროცედურის მიხედვით ძალოვანი პროფილის მინისტრები ფედერაციის საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად დაინიშნებიან.

პუტინის განცხადების შემდეგ რუსეთის მთავრობა პრემიერ დიმიტრი მედვედევის მეთაურობით სრული შემადგენლობით გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ტასს-ი ავრცელებს.

კომენტარები