მე მინდა გავაფრთხილო ყველა სამსახურის ხელმძღვანელი, ჩემი მოადგილეები, გამგებლები, რომ თქვენივე მიმართულებებში, მაქსიმალური ყურადღება კორუფციის პრევენციაზე. მაქსიმალური ყურადღება, რომ რაიმე არ გამოგეპაროთ. იცით, პირადად ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება, რომ არავის არაფერი არ ეპატიება. ყველაფერი მესმის, მაგრამ კორუფცია - ეს კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ თავს არ დავუხრით ამ ყველაფერს. თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, გვერდით დავუდგებით და არავის დავტოვებთ მარტო პრობლემებთან, იქნება მხარდაჭერა და თანადგომა, მაგრამ ვისაც ექნება რაიმე გადაცდომა, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები. იყო ამის მაგალითები, თუ როგორი დამოკიდებულება იყო ჩვენი მხრიდან. ასე რომ, ჩემი თხოვნა იქნება და მოთხოვნაც, რომ მაქსიმალური ყურადღება ამ მიმართულებით, რომ პრევენცია იყოს და ყველანაირი პრობლემები ავიცილოთ თავიდან.
tbl.ge/4d68
დაკოპირდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ამის შესახებ, 2020 წლის პირველ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
ამავე თემაზე
- მფარველობისა და ყალბი დოკუმენტების გაცემის სანაცვლოდ ქრთამს იღებდნენ - დაკავებულია 3 პირი
- ბოლო დღენახევრის განმავლობაში, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი – სუს
- სუბარი: ძალიან ღრმად იყო გამჯდარი კორუფცია, ჩასული ძალიან ბევრ დაბალ რგოლში
- ბათუმში დაცვის პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
- 7 სხვადასხვა საქმეზე, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, 21 პირი დააკავეს – სუს




