რაც კორუფციასთან დაიწყო გაძლიერებული ბრძოლა, ჯერჯერობით კი ზედა ფენებს შეეხო, მაგრამ ვიყოთ გულწრფელები, ძალიან ღრმად იყო გამჯდარი პრაქტიკულად კორუფცია და ჩასული იყო ყველა დონეზე, ძალიან ბევრ დაბალ რგოლში, მათ შორის, რეგიონებშიც. კორუფციასთან გაძლიერებული ბრძოლა კარგია, მივესალმები, მაგრამ ამას მოჰყვა მეორე პრობლემა - პრაქტიკულად, ყველა პროექტი, ნებისმიერი უმცირესი რამ, მაგალითად, ღობის გაკეთება უნდა ვიღაცას, მერი, რომლის კომპეტენციაშიც ეს შედის, ვერ იღებს გადაწყვეტილებას, შესათანხმებელია უამრავ დონეზე, ზოგი ფორმალური, ზოგი არაფორმალური და ეს თუ არ გაჩერდა, პროექტების შესრულება კი არა, ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანი იქნება, ძალიან ბევრ ადამიანს პრობლემა ექნება და ძალიან ბევრი პროექტი დაგვრჩება შესასრულებელი.
tbl.ge/7ftz
დაკოპირდა

ივანიშვილის დეპუტატმა, ხალხის ძალის წარმომადგენელმა სოზარ სუბარმა რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანს მიმართა.
ამავე თემაზე
- POG რკინიგზის საქმეზე დაკავებულების პატიმრობას მოითხოვს, 2 პირის მიმართ ძებნა ცხადდება
- "საქმე ეხება რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელობის კორუფციულ სქემებს" - 8 პირს ბრალი წარედგინა
- მფარველობისა და ყალბი დოკუმენტების გაცემის სანაცვლოდ ქრთამს იღებდნენ - დაკავებულია 3 პირი
- ბოლო დღენახევრის განმავლობაში, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი – სუს
- ბათუმში დაცვის პოლიციის თანამშრომელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს




