შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურემ ა.მ.-მ, ბათუმის ბულვარში, მის სამოქმედო ტერიტორიაზე გარევაჭრობის მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით გარკვეული რაოდენობის თანხა აიღო.
გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს" - წერია შსს-ს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს





