ჯასტინ მაკკენზი სმიტი

დიდი ბრიტანეთის ელჩი ძველით ახალ წელს ანა კალანდაძის ლექსით გვილოცავს

ჯასტინ მაკკენზი სმიტი

საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა, ძველით ახალი წელი საკუთარ ტვიტერზე ანა კალანდაძის ლექსით მოგვილოცა.

"იდგა ბერმუხა ღამისმთევარი

თოვლში ნაბდითა...

დილით მისდევდა სერზე მწევარი ნაკვლევს ნადირთა...

ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით გრძნეულ მარანთან...

შემოდიოდა ჩიჩილაკებით

ჩვენში კალანდა..."

შემოდიოდა ჩვენში კალანდა - ანა კალანდაძე

"Kalanda was coming to us" - Ana Kalandadze", - წერს ჯასტინ მაკკენზი სმიტი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯასტინ მაკკენზი სმიტი ქართველი მწერლის ნაშრომს ციტირებს - მან 2019 წლის 6 ივნისს, ელისაბედ II-ის დაბადების დღის წვეულებაზე ილია ჭავჭავაძის სიტყვებიც გაიხსენა.

კომენტარები