ერაყი

ერაყში აშშ-ის ბაზას 7 მორტირის ბომბი დაეცა, დაიჭრა 4 ერაყელი სამხედრო

REUTERS-ის ცნობით, ერაყში, დედაქალაქ ბაღდადისგან 50 კილომეტრში ბალადის საჰაერო ბაზას შვიდი მორტირის ბომბი დაეცა. შემთხვევის შედეგად ოთხი ერაყელი ჯარისკაცი დაშავდა.

ბალადის ბაზაზე განთავსებულია ერაყელების თვითმფრინავები, რომლებიც მათ ამერიკელებმა გადასცეს. ბაზაზე იყო აშშ-ის საჰაერო ძალებისა და კონტრაქტორების მცირე კონტიგენტიც, მაგრამ მათი უმრავლესობა აშშ-ისა და ირანში შორის ბოლო ხანებში ურთიერთობის გაუარესების გამო ბაზიდან ევაკუირებული იყო.

 

კომენტარები