საქართველო-გერმანია

გერმანიამ საქართველოს თავდაცვის ძალებს 8 წყალმზიდი და 4 კონტეინერმზიდი გადასცა

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ახალი სატრანსპორტო საშუალება შეემატა, რომელიც ქართული მხარისთვის გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ შეიძინა.

მთლიანობაში გერმანიის რესპუბლიკამ, საქართველოს თავდაცვის ძალების სატვირთო ავტომობილების პარკის განახლების მიზნით, "შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის" ფარგლებში 1.5 მილიონი ევრო გამოიყო. გრანტის ფარგლებში შეძენილია 8 ერთეული წყალმზიდი და 4 ერთეული კონტეინერმზიდი.

ავტოტექნიკის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და გერმანულ მხარეს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა:

"გერმანულმა მხარემ, "შესაძლებლობების გაფართოებისა და გაძლიერების ინიციატივის" ფარგლებში, თანამედროვე ტექნიკური საშუალებები გადმოგვცა, რაც თავდაცვის ძალების ლოგისტიკურ შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. გერმანია არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდამჭერი. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ გერმანიასთან არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, მოდერნიზებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში", - თქვა მან.

კომენტარები