ანაკლიის პორტი

ხაზარაძე: ანაკლიაზე ხელშეკრულების შეწყვეტით ივანიშვილმა კრემლის დავალება შეასრულა

მე მინდა ვუთხრა, პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ მან კი შეასრულა, ამ ეტაპზე, კრემლის დავალება, მაგრამ ქართველი ხალხი არ აპატიებს მას, იმას რომ გააჩერა ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი. პროექტი, რომელიც ჩვენს პერსპექტივას, სამუშაო ადგილებს, ქვეყნის ბიუჯეტს და ჩვენს უსაფრთხოებას განსაზღვრავდა...

მინდა გითხრათ, რომ ქართველი ხალხი ისევე გაუწყვეტს კონტრაქტს ბიძინა ივანიშვილს და მის ოცნებას, რომელიც მხოლოდ დესტრუქციით და შავი ოცნებით აისახება ქართველი ხალხის მეხსიერებაში, როგორც მან დღეს გაუწყვიტა კონტრაქტი ჩვენს მომავალს.

მამუკა ხაზარაძე ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტას ეხმაურება.

კომენტარები