მალი

მალიში გაეროს ბაზაზე სარაკეტო თავდასხმისას 20 პირი დაშავდა

დღეს ჩრდილოეთ მალიში ქიდალის რეგიონში ტესალიტში გაეროს, საფრანგეთის და მალის სამხედრო სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს სპიკერი ოლივერ სალგადო ავრცელებს.

თავდასხმის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა გაეროს 18 სამშვიდობო. ექვსი სამშვიდობო სერიოზულად დაშავდა.

ჯერჯერობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

მალის ჩრდილო ნაწილში ტერორისტული თავდასხმები ხშირია.

2012-13 წელს მალიში შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილი დაიკავეს. ქიდალის რეგიონს 2012 წლიდან ტუარეგის ამბოხებულების აკონტროლებენ და შეიარარებულ ჯგუფებსა და მთავრობას შორის დაპირისპირება პერიოდულად იჩენს თავს.

ამ დროიდან გაეროს სამშვიდობო მისიით დაახლოებით 13 000 პირი იმყოფება მალის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში.

რაც შეეხება საფრანგეთს, საჰელის რეგიონში ალ ქაიდასთან და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული ექსტრემისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ 4,500-ზე მეტი ფრანგი ჯარისკაცი იბრძვის.

კომენტარები