მალის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ სროლას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ორი ადგილობრივი წყაროს მიხედვით, შემთხვევა გუშინ, 21 დეკემბერს, მალის ცენტრალურ ნაწილში, მოპტის რეგიონში მოხდა.
თავდამსხმელებმა დღისა და საღამოს მონაკვეთში ბანდიაგრას ესკარპებში დებარე 6 სოფელი გაძარცვეს და შემდგომ, დაწვეს.
ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით, პირველ სოფელზე იერიში დიდი რაოდენობის ჯგუფმა მიიტანა, რომელმაც "ყველაფერი გაანადგურა და მკვიდრი მოსახლეობა დახოცა".





