უბედური შემთხვევა

უბედური შემთხვევა იმერეთში - იარაღის გავარდნის შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა

flickr

იმერეთში, სოფელ კვახჭირში, იარაღის გავარდის შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევით 3 წლის ბავშვს გაუვარდა, რის შედეგადაც მისი 6 წლის ძმა გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, მცირეწლოვანი ქუთაისში სამედიცინო დაწესებულებაში გადმოყვანისას დაიღუპა.

შსს-ში ტაბულას მომხდარი ფაქტი დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები