აშშ

ალ-შაბააბი კენიაში აშშ-ის სამხედრო ბაზას თავს დაესხა, კენიის თავდაცვამ ტერორისტები მოიგერია

abc.news.go.com

კენიის სამხედრო ძალების განცხადებით, მათ 4 ტერორისტი მოიგერიეს, რომლებიც აშშ-ის სამხედრო ბაზასთან მდებარე ასაფრენ ზოლს დაესხნენ თავს

კენიის თავდაცვის ძალების მიერ გავრცლებულ განცხადებაში წერია, რომ იყო მცდელობა, Camp Simba-ს ბაზაზე ტერორისტებს უსაფრთხოების ხაზი დაერღვიათ, თუმცა მათივე განცხადებით, მათ ამის აღმოფხვრა შეძლეს. შემთხვევა ლამუში, კენიასა და სომალს შორის არსებულ სასაზღვრო ტერიტორიაზე მოხდა.

"ამ დროისთვის 4 ტერორისტის გვამია ნაპოვნი. ასაფრენი ზოლი უსაფრთხოა,"- წერია თავდაცვის ძალების განცხადებაში. 

Camp Simba-ზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ალ-ქაედასთან დაკავშირებულმა ტერორისტულმა დაჯგუფება ალ-შაბააბმა აიღო. 

ტერორისტული დაჯგუფება აცხადებს, რომ სამხედრო ბაზას ამერიკელი და კენიელი სამხედროები თანაბრად იყენებდნენ და რომ მათ აშშ-ის სამხედრო აღჭურვილობა გაანადგურეს, თუმცა გავრცელებულ განცხადებაში მათ ამის დამადასტურებელი ფაქტი არ წარუდგენიათ.

კომენტარები