კახა კალაძე

კალაძე: სამშობლო არის ღმერთი, რომელსაც უყვარხართ და რომელიც უნდა გიყვარდეთ ყველაზე მეტად

მინდა მივესალმო ჩვენს თანამემამულეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. სწორედ თქვენთვის იწყება ახალი წელი. ახალი სიცოცხლით, ახალი საქმეებით, გეგმებით. იმედების ხორცშესხმის წელი. და სწორედ თქვენ ხართ მთავარი შემოქმედები ხვალინდელი დღის, ჩვენი ქვეყნის მომავლის. დღეს ჩვენს ხელთაა უდიდესი ძალა, რომელიც ასე გვაერთიანებს და ახალი წლის ღამეს ხდის ჯადოსნურს. ესაა ის სიყვარული, რომელიც სუფევს დღეს აქ. ყველა ზღაპრის არსი ზოგადად ხომ სიყვარულია. ყველა ნატვრის რეალიზებაც უკავშირდება სიყვარულს. და როდესაც ასე გვიყვარს ერთმანეთი, როგორც ახლა, მართლაც შეუძლებელი არაფერია. 

ახლა სხვა პატარებთან ერთად ჩემი შვილებიც სწორედ აქ იმყოფებიან თქვენ ერთად. მინდა მივმართო მათ: სამშობლო ის ქუჩაა, სადაც ყოველდღე თამაშობთ, ის სახლია, სადაც დედის ალერსი გაღვიძებთ, სამშობლო არის ღმერთი, რომელსაც უყვარხართ და რომელიც უნდა გიყვარდეთ ყველაზე მეტად. კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს შობა-ახალ წელს. ჩვენს ყველა მოქალაქეს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ვულოცავ თბილისს, ჩვენ მოქალაქეებს და თბილისის სტუმრებს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა.

კომენტარები