ვაჟა გაფრინდაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილი: თვენახევარი ვიყავი ოსი მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე

შეიძლება გავრცელდეს ოსურ გაზეთებში, რუსულენოვანში, რომ მე თითქოს მოვინანიე ჩემი დანაშაული, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ერთადერთი, დუმილის უფლებას ვიყენებდი სასამართლო მსვლელობაზე და ნათქვამი მქონდა, რომ რაც იყო ნათქვამი დაკითხვაზე, იმაზე არც დამატება ან გამოკლება არაფრის არ შემეძლო.

საბოლოო სიტყვაში არ შემეძლო, არ გამომეხატა ოსი მოსახლეობის მიმართ ჩემი მადლიერება. მე თვენახევარი ვიყავი ოსი მოსახლეობისგან შემოსული გზავნილების ხარჯზე. მათ მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, რომ ისინი ჩემ გამო შეწუხდნენ და ბოდიში მოვუხადო, რომ ჩემ გამო შეაწუხეს

ვაჟა გაფრინდაშვილმა დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბრიფინგი გამართა.

კომენტარები