ვაჟა გაფრინდაშვილი

გიგი წერეთელი: ვაჟა გაფრინდაშვილმა თავდადებით გაიარა ეს უკანონო და მძიმე პერიოდი

ამ წინასაახალწლოდ ყველა გაგვახარა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებამ. მან ძალიან ღირსეულად, თავდადებით გაიარა ეს უკანონო და მძიმე პერიოდი, რაც მაგალითად დარჩება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიაში. პირველ რიგში ვულოცავ მის მეუღლეს და შვილებს, ოჯახის წევრებს და ყველა გულშემატკივარს. მე ვხედავდი მათ მძიმე განცდას და მოლოდინს, ამავდროულად, ძალიან მტკიცე და სამართლიან პოზიციას. სწორედ ოჯახის , ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მოქმედებამ შეძლო ვაჟას გამოხსნა უკანონო პატიმრობიდან.

მოხარული ვარ, რომ დღეს პირადად მივულოცე, ის დაუბრუნდა ოჯახს, გააგრძელებს პაციენტების მკურნალობას და თავისი სამშობლოს ერთგულებას.

ევროპული საქართველოს წევრი, გიგი წერეთელი ეხმაურება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. დღეს, 28 დეკემბერს საოკუპაციო ძალების მიერ 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლეს.

კომენტარები