ცნობილი ადამიანები

ჯასტინ ბიბერი ბრუნდება - მომღერალი 2020 წელს ახალ ალბომს გამოუშვებს

ჯასტინ ბიბერი მუსიკალურ სამყაროში ბრუნდება - გუშინ მომღერალმა ფანებს ვიდეოთი ამცნო, რომ მისი ახალი სიმღერა "Yummy" 3 იანვარს გამოვა და ის მის მეხუთე ალბომში შევა, რომელიც ასევე 2020 წელს გამოვა.

25 წლის მომღერალმა ასევე დაანონსა, რომ 2020 წლის მაისიდან სექტემბრამდე პერიოდში ამერიკაში ტურნეს გამართავს. მან ასევე თქვა, რომ ის სატელევიზიო შოუში გამოჩნდება.

ჯასტინ ბიბერმა დასვენება 2017 წელს გადაწყვიტა, როდესაც ტურნეში იყო და დარჩენილი 14 კონცერტი აღარ ჩაატარა.

"ჩემი წარსული, ჩემი შეცდომები, ყველაფერი რაც გავიარე... მჯერა, რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და ღმერთს ზუსტად იქ ვყავარ, სადაც უნდა რომ ვყავდე", - ამბობს მომღერალი ვიდეოში.

კომენტარები