ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 25 დეკემბრის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა.

დოლართან ლარის გაუფასურებამ 0.66 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან 1.34 თეთრი.

ამგვარად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.8746 ლარია, ხოლო ერთი ევროსი - 3.1888 ლარი.

ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთან მიმართებითაც, ხოლო გამყარდა ბრიტანულ ფუნტთან.

ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული ლარი დოლართან 10 თეთრზე მეტით გამყარდა და 2.98-დან დაახლოებით 2.86-ზე ჩამოვიდა. ამას ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამაც შეუწყო ხელი - უწყებამ 11 დეკემბერს ბოლო ოთხ თვეში მეოთედ გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი. 

კომენტარები