კახა კალაძე

კალაძე დღეს ნაძვის ხის ანთებაზე ყველას ეპატიჟება: ცოტა ხანი გვერდზე გადადეთ თქვენი პოლიტიკა

თბილისის მერი, კახა კალაძე დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე ნაძვის ხის ანთებას გეგმავს და ყველას ეპატიჟება, "განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა".

"მინდა დავპატიჟო ყველა, აბსოლუტურად ყველა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა. მობრძანდით, ცოტა ხანი გვერდზე გადადეთ თქვენი პოლიტიკა, წამოიყვანეთ თქვენი შვილები, შვილიშვილები. მთავრობის წევრებსაც გეხებათ ეს. თბილად ჩაიცვით, ცოტა ცივა. საკმაოდ საინტერესო ღონისძიება იქნება, იქნება ნაძვის ხის ანთების ოფიციალური ცერემონია, რომელიც დატვირთული იქნება თეატრალური წარმოდგენით", - თქვა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

მისი ინფორმაციით, ქალაქში საახალწლო ღონისძიებები დღეს, 20:00 საათზე, მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნება და რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი 13 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს.

თბილისის მერია ღონისძიებების დეტალურ პროგრამასაც ავრცელებს.

კომენტარები