ის, რომ სამარცხვინო ლიდერის, ივანიშვილის, კლოუნები ამ მიმართულებით წავიდნენ, არის დასტური, როგორ მძიმე მდგომარეობაში არიან. სადაც პრობლემაზეა საუბარი, ის არის გზავნილი. განცხადებას იმაზე ხომ არ აკეთებენ, კარგად არის საქმეო? ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მიიღო გზავნილი, რაც მოსალოდნელი იყო საქართველოს მეგობრებისგან. ის გზა, რომელსაც დღეს ის ადგას, არის მიუღებელი ქართველი ხალხისთვის მიუღებელი და არის საქართველოს ინტერესების მტრობა. აქიდან გამომდინარე, საქართველოს მეგობრებისთვის არის სერიოზული პრობლემა.
tbl.ge/4b9m
დაკოპირდა

ასე ეხმაურება ტელეკომპანია პირველის ეთერით ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილს და უმრავლესობის წევების მიერ ამ საკითხზე გაკეთებულ კომენტარებს. გუშინ, 24 დეკემბერს, სახელმწიფო დეპარტამენტმა უმრავლესობას დაჟინებით მოუწოდა, "გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს პროკურატურის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან." უმრავლესობის წევრებმა განცხადებაში პოზიტიური შეფასება ამოიკითხეს.
ამავე თემაზე
- დავით ზალკალიანსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
- დეგნანი: აშშ-ს სურს, საქართველომ მიაღწიოს წარმატებას, გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია
- აშშ-ს სენატში საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შეფასების მოსმენა გაიმართება
- აშშ-ს კონგრესში საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერი ახალი კანონპროექტი დარეგისტრირდა
- "მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომ ეტაპს" – გახარია ბაიდენს ულოცავს