ჩვენი თარგმანია ზუსტი, ამაზე გარანტიას ვიძლევი, მაგრამ ამ სიტყვას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, ოფიციალურ თარგმანს დაველოდებოდი, როგორც ვშვებით ხოლმე, საელჩოს თანამშრომლებს რომ არ ეზარმაცათ და ოფიციალურ განცხადებას თარგმანი მოეყოლებინათ. ამიტომ დავჯექი და მე თვითონ ვთარგმნე, შესაბამისად, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ მე ვარ მართალი. როცა უნდათ თქვან "მოწოდება", წერენ "call"-ს, მანდ არის გრადაცია: როცა "urge"-ს ხმარობენ, ეს არის ყველაზე მძიმე დიპლომატიურ ენაში და, ბუნებრივია, განსხვავება უნდა იყოს ჩვეულებრივ მოწოდებასა და დაჟინებულ მოწოდებას შორის... პოლიტიკა პრობლემების შესაძლებლობებად ქცევის ხელოვნებაა და დარწმუნებული ვარ, რომ პროდემოკრატიულ მედიაზე ზუსტი თარგმანის გამო თავდასხმა უკვალოდ არ ჩაივლის ხელისუფლებისთვის, ამას განმარტებები აუცილებლად მოყვება დღესასწაულების შემდეგ და ბიძინა ივანიშვილი მიხვდება, რას გულისხმობდნენ სიტყვა "urge"- ში. ნაციონალური მოძრაობა რომ ძალაუფლებას ემშვიდობებოდა და სააკაშვილის ობამასთან შეხვედრის შემდეგ "ძალაუფლების ფორმალურ გადაცემაში" სიტყვა "ფორმალურზე"რომ ატყდა გაწევ-გამოწევა, ზუსტად ეს ამბავი მახსენდება ახლა და სიამოვნებით ვაკვირდები, რა საკვირველია.
tbl.ge/4b9b
დაკოპირდა

ამავე თემაზე
- ტრამპთან დალაგების ნაცვლად, ოცნებამ აშშ-სგან მძიმე დარტყმა მიიღო - გეგელია აქტზე
- აშშ დაძვრენის საშუალებას არ მისცემთ, ცვლილებები მოუწევთ – კარაფანო კობახიძის განცხადებაზე
- რადიო თავისუფლება: თბილისის აეროპორტში აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა
- მაჭავარიანი: ვისაც პრეტენზიებს ვუყენებდით, არიან ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მტრები
- პაპუაშვილი აშშ-ზე: ვიზიტს იმედით ვუყურებთ, მაგრამ უფრო მაღალ ტემპს ვისურვებდით




