ჰონგ-კონგი

25 დეკემბერს ჰონგ-კონგში მდუმარე საპროტესტო აქცია იგეგმება

Reuters

25 დეკემბერს ჰონგ-კონგში ანტი-სამთავრობო პროტესტის ორგანიზატორები მდუმარე აქციას გეგმავენ. პოლიციამ გაავრცელა გაფრთხილება, რომ ქუჩები არ გადაიკეტება და სიტუაციის დაძაბვის შემთხვევაში სათანადო ზომებს მიმართავენ.

აქციები სავაჭრო ცენტრებთან და ციმ-შა-ცუის რაიონში იგეგმება. ორგანიზატორებს სურთ მარში მოაწყონ ახალი წლის ღამესაც.

შეგახსენებთ, რომ ჰონგ-კონგში აქციები თავდაპირველად კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო, რაც რამდენიმე თვეში დაკმაყოფილდა, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. ისინი ახლა პოლიციის უფლებამოსილების გადამეტების დამოუკიდებელ გამოძიებას, თავისუფალ არჩევნებს და ზოგადად, პეკინის გაზრდილი გავლენისგან გათავისუფლებას ითხოვენ. აქციები არაერთხელ ძალადობრივად დაშალეს.

კომენტარები