ბელარუსი - რუსეთი

პუტინი: შეღავათიან გაზს არ განვიხილავთ, სანამ რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაცია წინ არ წავა

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ის ვერ ხედავდა ბელარუსისთვის გაზის შეღავათიან ფასად მიწოდების არსს მანამ, სანამ ინტეგრაციის პროექტი უფრო წინ არ წავიდოდა:

"შეცდომა იქნება ბელარუსის მეტად სუბსიდირების დაწყება, მაშინ, როდესაც კავშირის სახელმწიფოს მშენებელობასთან დაკავშირებით გადაუჭრელი პრობლემა გვაქვს".

"გადაწყვეტილებები, რაც დროთა განმავლობაში იქნა მიღებული ეხებოდა კავშირის სახელმწიფოს აშენებას. მთავარი გადაწყვეტილებები არ დაინერგა. მარტივად რომ ვთქვათ, გადაწყვეტილებების 90% არ დანერგილა," - თქვა მან.

ბელარუსს სურს, რომ კავშირის სახელმწიფოს ფარგლებში, მინსკმა იგივე თანხა უნდა გადაიხადოს, რასაც მეზობლად რუსეთის სმოლენსკის რეგიონი იხდის.

პუტინმა აღნიშნა, რომ ბელარუსი 1000 კუბურ მეტრ გაზში $127 იხდის, რაც ევროპის ქვეყნების მიერ გადახდილ საშუალო ფასზე დაბალია ($200).

7 დეკემბერს ბელარუსისა და რუსეთის ლიდერებმა კავშირის სახელმწიფოს პერსპექტივები და მეტი ინტეგრაცია განიხილეს. რუსეთთან მეტ ინტეგრაციის იდეას ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოყვა.

2022 წელს ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტობის მეოთხე ვადა ეწურება და ახალი კონსტიტუციით, მას პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა აღარ შეეძლება. რუსული მედიის ცნობით კი, რუსეთსა და ბელარუსს შორის ეკონომიკური კონფედერაციის შექმნა სწორედ 2022 წელს იგეგმება. პუტინი კი, შესაძლოა, ამჯერად ამ სამოკავშირეო სახელმწიფოს ხელმძღვანელად მოგვევლინოს.

კომენტარები