Wall Street Journal

Wall Street Journal: "ოცნება" საქართველოს მოსკოვის გავლენის ქვეშ აბრუნებს

სოფო მეგრელიძე

ამერიკული გამოცემა Wall Street Journal სარედაქციო წერილს აქვეყნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

სტატიაში, სახელად "საქართველო უფსკრულის პირას" ნათქვამია, რომ იმისდა მიუხედავად, თუ რას ამბობს საჯაროდ, "ქართული ოცნება" ქვეყანას რუსეთის გავლენის ქვეშ აბრუნებს:

"აცნობიერებს რა ქვეყნის მოსახლეობის პროდასავლურ განწყობას, მმართველი პარტია სწორ რაღაცებს ამბობს ვაშინგტონთან კავშირებსა და საქართველოს მისწრაფებებზე, შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატოს. თუმცა ამავე დროს უწყვეტად აბრუნებს საქართველოს მოსკოვის გავლენის ქვეშ, რომელიც 2008 წელს შეიჭრა ქვეყანაში და გაყინულ კონფლიქტში სამხედრო და სადაზვერვო წარმომადგენლობას ინარჩუნებს."

Wall Street Journal-ის რედაქცია ტრამპის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, გააკეთონ განცხადება ქართული ოპოზიციისა და კონგრესმენ კინზინგერის მხარდასაჭერად.

გარდა ამისა, რედაქცია აშშ-ს ხელისუფლებას მოუწოდებს, ივანიშვილს სანქციების საფრთხე აგრძნობინოს და სიტყვის შესრულებისკენ ამგვარად უბიძგოს:

"აშშ-ს მეტის გაკეთება შეუძლია. ივანიშვილმა თითქმის $5 მილიარდიანი ქონება რუსეთში დააგროვა ქაოტურ 1990-იანებში, ფასიან ქაღალდებს და უძრავ ქონებას კი დასავლეთში ინახავს. მისი სიმდიდრის წინააღმდეგ მიმართული მიზნობრივი სანქციები, ისევე, როგორც გადაადგილების შეზღუდვა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის საჯარო განცხადებებზე უკეთ უზრუნველყოფდა გონების კონცენტრაციას.

აშშ-ს არ შეუძლია, საქართველოში მოვლენები წარმართოს. მაგრამ შეუძლია, მმართველ პარტიას უბიძგოს, მოიქცეს ისე, როგორც მის მიერ გაცემულ დემოკრატიულ სიტყვას შეესატყვისება და მისცეს ახალი სიცოცხლე ქართულ პოლიტიკურ მოძრაობებს, რომლებსაც მოსკოვს ვაშინგტონი და ბრიუსელი ურჩევნიათ."

კომენტარები