ერეკლე კუხიანიძე

აკაკი ბობოხიძე: კუხიანიძე ამბობს იმას, რასაც ფიქრობენ "ქართული ოცნების" წევრები

კუხიანიძე ამბობს იმას, რასაც ფიქრობს ქართული ოცნების წევრები, სიტყვა "ქოცი" ხომ შემთხვევით არ შექმნილა ამ ქვეყანაზე? ესენი არიან ადამიანები, რომელთა ტვინსაც და გულსაც ქეცი სჭირს. ესენი ქეციანები არიან და ზუსტად ასე ფიქრობენ, უბრალოდ ცოტა მეტი გონიერება ჰყოფნით და ამას ხმამაღლა არ ამბობენ. მე ნაკლებად მაინტერესებს, რას ამბობს ერთი ვიღაც კუხიანიძე, თუ პარტია ემიჯნება ერეკლე კუხიანიძეს, ის უკვე გარიცხული უნდა იყოს პარტიიდან. სად ჩანს გამიჯვნა? ნუთუ, ეს ისეთი უმნიშვნელო საკითხია, სადაც აზრთა სხვადასხვაობა დაიშვება? სიტყვის თავისუფლების ძალიან ცუდი გაგება აქვს "ქართულ ოცნებას". სიტყვის თავისუფლება აქვს მოქალაქეს, მაგრამ თუ პარტიის შიგნით მოსაზრებები რადიკალურად განსხვავდება პარტიის პოზიციისგან, ასეთი კაცი პარტიის წევრი უბრალოდ არ უნდა იყოს. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ერეკლე კუხიანიძისგან ისინი არაფრით არ განსხვავდებიან. ახლა ამბობენ, რომ შეიძლება გადავაყენოთო, "უტვინო კაცი ფეხებს ძალას ატანდაო", ოცი ივნისის ღამე საერთოდ არ მოხდებოდა კობახიძე დროზე რომ გადაეყენებინათ, კობახიძე იყო პასუხისმგებელი. დღევანდელი შემთხვევაც არ მოხდებოდა, გუშინ ქართულ ოცნებას ადეკვატური ნაბიჯები რომ გადაედგა და ეთქვა, რომ ეს კაცი აღარ არის უკვე მათი პარტიის წევრი. 

კომენტარები