საქართველო-აშშ

ჯაში ამერიკელი კონგრესმენების წერილზე: მსგავსი განცხადებები საყურადღებოა

პარლამენტი

"მსგავსი განცხადებები არის საყურადღებო" - ასე ამერიკელი კონგრესმენების წერილს დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაში, რომელიც ქართული ოცნებიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო წავიდა.

"ვინც არ უნდა იყოს სიმართლის მხარეზე, ვფიქრობ, რომ არის ძალიან რთული საყურებელი, ქვეყნისთვის დამაზიანებელი, როდესაც ჩვენს პოლიციელებს და ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს უწევთ თუნდაც წყლის ჭავლის გამოყენებით მოქალაქეების წინააღმდეგ წასვლა. ამდენად, მსგავსი განცხადებები არის საყურადღებო, რომ მოხდეს მინიმალიზაცია შეცდომების, გაძლიერდეს სწორი კომუნიკაცია, რომ ზუსტი მესიჯები და გზავნილები იყოს გაგზავნილი. როდესაც აშშ-ის კონგრესმენი აჟღერებს მსგავს განცხადებებს, ბუნებრივია, ის იღებს პასუხისმგებლობას მასზე, ამდენად, არ მაქვს საფუძველი, რომ არ ვენდო" - ამბობს ჯაში.

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა და საქართველოს თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ გიორგი გახარიას წერილით 16 დეკემბერს მიმართა. წერილის თანაავტორი კიდევ ერთი კონგრესმენი, ჯერი კონოლია. გახარიასთვის გაგზავნილ წერილში კონგრესმენები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და გამოთქვამენ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ მიიღებს პროპორციულ საარჩევნო სისტემას. 

კონგრესმენები გახარიას, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებითაც მიმართავენ. მათი თქმით, ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან. კინზინგერი და კონოლი ამბობენ, რომ თავზარდამცემია საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად, დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ.

კომენტარები