ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 1.40 თეთრით გაუფასურდა

ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, ლარი დოლართან 1.40 თეთრით, ხოლო ევროსთან 0.42 თეთრით გაუფასურდა.

ამგვარად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8787 ლარია, ერთი ევროსი კი 3.2066 ლარი. ლარი გაუფასურდა ბრიტანულ ფუნტთან მიმართებითაც.

ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული ლარი დოლართან 11 თეთრზე მეტით გამყარდა და 2.98-დან დაახლოებით 2.86-ზე ჩამოვიდა. ამას ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამაც შეუწყო ხელი - უწყებამ 11 დეკემბერს ბოლო ოთხ თვეში მეოთედ გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი. 

რა არის რეფინანსირების განაკვეთი?

რეფინანსირების სესხები ეროვნული ბანკის კომერციული ბანკებისთვის ერთკვირიანი სესხების გაცემას გულისხმობს.

რეფინანსირების განაკვეთი კი ის პროცენტია, რომელშიც კომერციულ ბანკებზე სესხი გაიცემა.

რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები, ბუნებრივია, ნაკლებს ისესხებენ.

ამასთან, კომერციული ბანკები მომხმარებლებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთს უზრდიან. ბოლო მონაცემებით, 111 ათასზე მეტი სესხია მიბმული რეფინანსირების განაკვეთზე.

შედეგად, მცირდება ფულის მასა ბაზარზე, რაც ხელს უწყობს ინფლაციის შემცირებასა და ეროვნული ვალუტის გამყარებას, სამაგიეროდ უარყოფითი ეფექტი აქვს ეკონომიკურ ზრდაზე.

კომენტარები