ჯერჯერობით, როგორც ვუყურებთ, ივანიშვილი საკუთარი საზოგადოების აბუჩად აგდებას და ცეცხლთან თამაშს აგრძელებს. ჩვენ ამ მოლაპარაკებების პარალელურად, რომელიც ჩვენი უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით მიმდინარეობს და რომლის აუცილებლობასაც ყველა ხედავს, გარდა ძალაუფლებაზე შეყვარებული ივანიშვილისა, ვხედავთ თითქოს ძალის დემონსტრირების მცდელობას - დედაქალაქში ასობით და ათასობით საჯარო მოხელის იძულებით ჩამოყვანას. ადამიანების, რომლებიც შექმნილი სიღარიბის და რაც მთავარია, უპერსპექტივობის გამო, შეშინებულები არიან, რომ სამსახურებს დაკარგავენ და იძულებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ ამ სპექტაკლში.
ევროპული საქართველო
აბესაძე: მოხელეები, სამსახურის დაკარგვის შიშით, იძულებულნი არიან, ამ სპექტაკლს შეუერთდნენ
tbl.ge/4ab4
დაკოპირდა

თქვა პარტია ევროპული საქართველოს წევრმა ირაკლი აბესაძემ მთავართან ინტერვიუში. "ქართული ოცნების" აქცია დღეს, 14 დეკემბერსაა დაგეგმილი. "ოცნება" ამტკიცებს, რომ ორგანიზატორი ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთაა და აქცია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას ეძღვნება. საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა ანბანით უწევს.
ამავე თემაზე
- წერეთელი: ევროპული საქართველო კოალიციის ნაწილი იქნება, მალე გაცნობებთ, რომლის
- ევროპული საქართველო სოფო სიუკაევამაც დატოვა
- ვინ წავიდა ევროპული საქართველოდან და ვინ დარჩა პარტიაში
- წერეთელი: სამადლობელი იმაში, რომ პარტია დატოვა ამ ჯგუფმა, ნამდვილად არაფერი არ არის
- ბოკერია: ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში




