აშშ-ჩინეთი

წყნარ ოკეანეში აშშ-ის ფლოტის უფროსი: აშშ და პარტნიორები აზიაში უსაფრთხოებას შეინარჩუნებენ

USS Ronald Reagan CVN 76, USS Boxer LHD.
Asia Times

წყნარ ოკეანეში აშშ-ის ფლოტის უფროსმა და ადმირალმა ჯონ აკუილინომ თქვა, რომ აშშ და აზიაში მისი პარტნიორი ქვეყნები ჩინეთის აღმასვლის პირისპირ აზიურ ქვეყნებს უსაფრთხოებას შეუნარჩუნებენ.

ადმირალმა ჩინეთი რეგიონში ქვეყნების დაჩაგვრასა და მდგომარეობის არევაში დაადანაშაულა. მან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის მიერ ხელოვნური კუნძულების მშენებლობა გააკრიტიკა. 

"ჩვენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ვეჯიბრებით," - თქვა მან. 

მისი თქმით, ეს შეჯიბრი კონფლიქტს არ გულისხმობს - "ვითანამშრომლებთ იქ, სადაც შევძლებთ და სადაც აუცილებელია, მათ შევეჯიბრებით".

"ჩვენ გვაქვს იდეოლოგიური უთანხმოებები," - მისი თქმით, აშშ იმ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც ღირებულებითი ერთობა აკავშირებს, მათთან პარტნიორობის სიძლიერე რეგიონში ქვეყნების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

აშშ აზიის წყლებში საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ ნავიგაციის თავისუფლებას იცავს, პეკინი მას უთანხმოების გამოწვევაში ადანაშაულებს. სამხრეთ ჩინეთის ზღვა მდიდარია რესურსებით და ამ ზღვაში უამრავი სავაჭრო გემი გადის, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ადგილია. სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე ჩინეთი ტაივანს, ვიეტნამს, ბრუნეის, მალაიზიას და ფილიპინებს ედავება, სადაც ჩინეთს სამხედრო უპირატესობა აქვს. 

კომენტარები