საქართველოს პარლამენტი

"ოცნების" წევრები "გაურკვეველი სითხის" პარლამენტში დასხმას ნადირაშვილს და ქებურიას აბრალებენ

მეორე არხი

"ქართული ოცნების" დეპუტატები "გაურკვეველი ნივთიერების" სხდომათა დარბაზში შეტანას ევროპული საქართველოს დეპუტატებს ირმა ნადირაშვილს და ლელა ქებურიას აბრალებენ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შესვენების გამოცხადებამდე თქვა, რომ ოპოზიციის ორმა დეპუტატმა დაასხა სითხე, რომლის მძაფრი სუნის გამო, შესვენება გამოცხადდა.

მოგვიანებით, ქართული ოცნების სხვა დეპუტატებმა კომენტარებში თქვეს, რომ სწორედ ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია შევიდნენ სხდომათა დარბაზში და გავიდნენ, "რის შემდეგაც დადგა სუნი".

მძაფრი სუნის გამო, შეუძლოდ გახდნენ ენძელა მაჭავარიანი და სვეტლანა კუდბა.

კომენტარები