ყველამ იცის, რა "გეგმა" აქვს საზოგადოება - ამ სამარცხვინო ხელისუფლების სამარცხვინო ლიდერისთვის და მისი კლოუნებისთვის ყველანაირი დისკომფორტის შექმნა, ამ შემთხვევაში პარლამენტის პიკეტირება, ისედაც ეს არის ჩვენი რეჟიმი.
ეს სამარცხვინო კლოუნები აპირებენ, რომ კენჭი უყარონ მოსაართლეების უტიფარ კანდიდატურებს, ეს მხოლოდ ორ მოსამართლეს არ ეხება, მაგრამ მათი უმრავლესობა ასეთია - პირდაპირ კორუფციის ნიშნები, სერიოზული ეჭვები, პირველკურსელზე დაბალი დონის კომპეტენცია ხშირ შემთხვევაში და თითქმის ყველა შემთხვევაში, ამ ორი გამონაკლისის გარდა, აშკარა მსახურება ნებისმიერი ხელისუფლებას - გუშინდელის, დღევანდელის თუ ხვალინდელის. დაუშვებელია ქვეყნისთვის ასეთი მოსამართლეები, ამიტომ ეს პროტესტი არის ბუნებრივი.
დღესვე აპირებენ, ნიკა მელიას ჩამოართვან დეპუტატის უფლებამოსილება, რაც მას ვერაფერს დააკლებს, როგორც ლიდერს. მისი პოლიტიკური დევნის ერთერთი ფაზა აქვთ.
ამ ყველაფრის და რაც მთავარია, იმ შეურაცხყოფის გამო, რაც ივანიშვილმა მიაყენა მთელ საზოგადოებას, რომ გადააგდო, გადაგვაგდო და გვითხრა, ფეხებზე მკიდიხართო, ეს პროტესტი გაგრძელდება და გამწვავდება. მათ იმედი აქვთ, ახალი წელი მოდის, შობა მოდის და გადაუვლითო, სრული სიბრიყვეა ეს, ახალი წელი მოდის, მაგრამ მიდის და იწყება ახალი წელი.
არანაირი პროგნოზი შეიძლება გქონდეს ივანიშვილის კლოუნების ბანდაზე, რას იზამენ კერძოდ, არ ვიცი, ჩვენ საზოგადოების პოზიციას გამოვხატავთ, ისინი რამდენად ღრმად გაითხრიან თავის პოლიტიკურ საფლავს კიდევ უფრო, ამას ვნახავთ.
შესაძლოა, ძალა იყოს გამოყენებული. მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, რა ფორმით მოხდება პოლიციის მიერ სამარცხვინო დავალების შესრულება - გაწევის, ჭიდაობის და ცემა-ტყეპის თუ კონსტრუქციებს ააშენებენ. ეს პროცესი გაგრძელდება და გამწვავდება კიდევ უფრო, სანამ ივანიშვილი გონს არ მოეგება და არ გადადგამს ნაბიჯს განმუხტისთვისკენ ან სანამ ამ რყევების შედეგად თავადვე არ დაიმხობს ხელისუფლებას





