ბრექსითი

ჯონსონის საარჩევნო კამპანიის კლიპი ფილმის Love Actually თემატიკის მიხედვით გადაიღეს [VIDEO]

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის საარჩევნო კამპანიის ერთერთი კლიპი "Brexit, actually" 2003 წელს გამოსული ბრიტანული რომანტიკული კომედიის ჟანრის ფილმის "Love Actually" ერთერთი სცენის მიხედვით გადაიღეს.

ჯონსონი ფილმში მონაწილე მსახიობის ენდრიუ ლინკონლის პერსონაჟის მსგავად ქალის სახლთან მიდის და ამ შემთხვევაში, პრემიერმინისტრი ქალს თეთრ ფურცლებზე დაწერილი სიტყვებით ეუბნება, რომ მისი ხმა ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. 

ბორის ჯონსონი ფურცლებზე დაწერილი სიტყვებით მას ეუბნება, რომ თუ დეკემბრის არჩევნების შემდეგ უმრავლესობაში კონსერვატული პარტია არ მოვა, მაშინ პარლამენტი ბრექსითზე დავას მანამ გააგრძელებს, სანამ ის ფუშფუშა ძაღლს არ დაემსგავსება:

"უმრავლესობისთვის ჩვენ მხოლოდ 9 ადგილი გვჭირდება და 12 დეკემბერს შენი ხმა ყველაფერს შეცვლის."

კლიპის დასასრულს ჯონსონი კლიპში მონაწილე ქალს ბედნიერ შობას უსურვებს და მაყურებლებს მიმართავს - "საკმარისია, საკმარისი. მოდით, დავასრულოთ ეს".

შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები 12 დეკემბერსაა ჩანიშნული.

ჯონსონმა არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც პარლამენტმა მისი ბრექსითის შეთანხმების ნაჩქარევ ვადაში განხილვაზე უარი თქვა და ის იძულებული გახდა ევროკავშირისათვის ბრექსითის გადავადება იანვრის ბოლომდე ეთხოვა.

კომენტარები