უბედური შემთხვევა

თბილისში გაზის ნამწვით 32 წლის ქალი დაიღუპა, მისი ძმა - მოიწამლა

Getty Images

თბილისში, მიხეილ მესხის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის ნამწვით 32 წლის ქალი დაიღუპა, მისი ძმა კი, მოიწამლა. ახალგაზრდა კაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პირველი არხის ინფორმაციით, ბინა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, გაქირავებული იყო.

თბილისი ენერჯის ცნობით, კომპანიამ მობინადრეს აკრძალული დანადგარები ივნისის თვეში ერთხელ უკვე ჩაუხსნა და გააფრთხილა, თუმცა მეპატრონემ ხელმეორედ, კუსტარულად დააერთა.

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, ბინაში სამი აკრძალული, ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებელი გამწოვი მილის გარეშე იყო დამონტაჟებული და გაზის ნამწვი (CO) ბინაში გროვდებოდა.

კომენტარები