ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბერი

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს

პირველი არხი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერ-მონაზონ გიგა-სვიმონ ქავთარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობას ბრალდების მხარე ითხოვდა. დაცვის მხარე კი სასამართლოს 20 000 ლარიან გირაოს სთავაზობდა.

ადვოკატმა ჯიტა გულუამ სხდომაზე ბერ-მონაზვნის დახასიათება წარმოადგინა და თქვა, რომ რამდენიმე სასულიერო პირი მზად არის, თავდებში დაუდგეს ბრალდებულს.

ათონის მთაზე მოღვაწე ბერი, კიდევ ერთ პირთან ერთად, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით 5 დეკემბერს ზუგდიდში დააკავეს.

მეორე დაკავებულს, რომან მალანიას 10 000 - ლარიანი გირაო შეეფარდა.

ბერ-მონაზონს ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვა-შეძენა ჯგუფურად, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან 20 წლამდე, ან უვადოდ.

კომენტარები