ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჰოლოკოსტი

მერკელი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკს ეწვია, ბანაკის შენახვისთვის გერმანიამ €60 მლნ გაიღო

შაბათი, 7 დეკემბერი, 2019 - 10:48
tbl.ge/49jn
დაკოპირდა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ აგებულ საკონცენტრაციო ბანაკს 24 წლიანი კანცლერობის განმავლობაში პირველად ეწვია. მასთან ერთად იმყოფებოდა პოლონეთის პრემიერმინისტი მატეუშ მორავიეცკი და 87 წლის გადარჩენილი სტანისლავ ბარტნიკოვსკი.

მერკელის ვიზიტის დროს ასევე ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის შენახვისთვის 60 მილიონი ევრო გაიღო. 

აუშვიცში მერკელმა აღნიშნა, რომ სამხრეთ პოლონეთში ჩადენილი დანაშაულებები, სადაც ნაცისტებს ყველაზე დიდი სიკვდილის ბანაკი ჰქონდათ აგებული, ყოველთვის იქნებოდა გერმანიის ისტორიის ნაწილი.

"ეს მხარე გვავალდებულებს, რომ გვახსოვდეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს დანაშაულებები, რაც აქ ჩაიდინეს და ეს შესაბამისი სახელით უნდა მოვიხსენიოთ. გერმანელების მიერ ჩადენილი ბარბაროსული დანაშაულებების გამო მე აქ დიდ სირცხვილს ვგრძნობ. არ არსებობს სიტყვა, რაც ჩვენ წუხილს გამოხატავს. აუშვიცი გერმანელების მიერ შექმნილი განადგურების ბანაკი იყო, რომელსაც გერმანელები მართავდნენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია ამ ფაქტის აღნიშნვა".

პოლონეთის პრემიერმინისტრმა და გერმანიის კანცლერმა ბანაკის შესასვლელი გაიარეს, სადაც ჭიშკარს გერმანულად აწერია "შრომა გათავისუფლებს". ისინი კრემატორიუმთანაც მივიდნენ, სადაც ადამიანებს წვავდნენ, ბოლოს კი ე.წ. შავ კედელთან დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

"დღეს ჩვენ რასიზმს, მზარდ არატოლერანტულობას ვაწყდებით... ვაწყდებით საშიშ ისტორიულ რევიზიონიზმს, რასაც გარკვეული ჯგუფების წინააღმდეგ მტრობის საბაბად იყენებენ. დემოკრატიის ფუნდამენტალურ ღირებულებებს თავს ესხმიან. ჩვენ განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევთ ანტისემიტიზმს, რაც გერმანიაში, ევროკავშირსა და იმის იქით ებრაელთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის".

მერკელი მისი წინამორბედების მსგავსად ჰოლოკოსტის მემორიალს პატივს მიაგებს, რაც გამოხატავს იმას, რომ გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილ სისასტიკეებზე პასუხისმგებლობას გრძნობს. მერკელი სხვა სიკვდილის ბანაკებში ნამყოფია, თუმცა აუშვიცში მის გუშინდელ პირველ ვიზიტს გერმანიაში მეტად სიმბოლურს უწოდებენ.

დაახლოებით, ორი თვის წინ აღმოსავლეთ გერმანიაში სინაგოგასთან ქალი და მამაკაცი მოკლეს. დამნაშავემ აღიარა, რომ მან ისინი ანტისემიტური მოტივით მოკლა. 

მეორე მსოფლიო ომის დროს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მილიონზე მეტი ადამიანი, უმეტესობა ებრაელები, მოკლეს.

ჰოლოკოსტის დროს, ადოლფ ჰიტლერის ნაცისტურმა რეჟიმმა 6 მილიონზე მეტი ადამიანის, უმეტესობა ებრაელების, გენოციდი განახორციელა.

ჰოლოკოსტიგერმანიაებრაელებიპოლონეთიმერკელიგერმენიის კანცლერიმეორე მსოფლიო ომიანტისემიტიზმი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 24 ნოემბერი, 2025 - 23:09პოლონეთმა ისრაელის ელჩი საგარეოში დაიბარა ჰოლოკოსტის შესახებ პოსტის შინაარსის გამო
  • პარასკევი, 28 თებერვალი, 2025 - 11:55ჰოლოკოსტს გადარჩენილი უხუცესი ადამიანი 113 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ორშაბათი, 27 იანვარი, 2025 - 11:38აუშვიცის გადარჩენილები საკონცენტრაციო ბანაკის თავისუფლებიდან 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ
  • ხუთშაბათი, 27 იანვარი, 2022 - 18:42აუშვიცის სახეები – 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა
  • ხუთშაბათი, 30 სექტემბერი, 2021 - 17:01ნაცისტური გერმანიის დროს ჰოლოკოსტში მონაწილე 96 წლის ქალი გასამართლებამდე გაიქცა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმის გახსნისას უკრაინამ ქალაქის ნავთობტერმინალს დაარტყა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 10:54

სანქტ-პეტერბურგში ეკონომიკური ფორუმის გახსნისას უკრაინამ ქალაქის ნავთობტერმინალს დაარტყა

"ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა" – თბილისში 1 პირი დააკავეს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 10:40

"ყოფილი ცოლი ცივი იარაღით დაჭრა" – თბილისში 1 პირი დააკავეს

"სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს" - ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 10:34

"სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანეს" - ძარცვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა – მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 03:10

თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა – მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 00:47

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5თბილისში ავარიას კურიერი ემსხვერპლა

ბოლო ვიდეო

აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)
პარასკევი, 29 მაისი, 2026 - 07:24აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში