30 წლის კეტი სმიტს დიდი ხნის განმავლობაში სურდა რომ თავისი 17-ვე ძაღლისა და კატისთვის ერთად სურათი გადაეღო, თუმცა ამას ვერ ახერხებდა.
რამდენიმე დღის წინ, მან მოახერხე შინაური ცხოველების ერთად დასმა და ნანატრი სურათიც გადაიღო.
"აღტაცებული ვიყავი, როდესაც მივხვდი რომ სურათი გადავიღე - ეს საოჯახო სურათს გავს. მე ძალიან მიყვარს ჩემი ცხოველები და ძალიან ბედნიერი ვარ რომ მათთვის სურათის გადაღება შევძელი, ეს სულაც არ იყო ადვილი", - თქვა მან.
მისივე თქმით, მან თავდაპირველად რვა ძაღლი დასვა სურათის გადასაღებად, შემდეგ კი ცხრა კატა მიიყვინა.
გარდა ძაღლებისა და კატებისა, კეტი სმიტს სახლში ზღარბი და თევზებიც ჰყავს. ის ქუჩიდან იფარებს ისეთ ცხოველებს, რომლებსაც მოვლა და პატრონობა განსაკუთრებით ჭირდებათ.