დონალდ ტრამპი

ტრამპმა ტრუდოს ხუმრობის გამო ორპირი უწოდა და NATO-ს სამიტი ნაადრევად დატოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლონდონში NATO-ს სამიტის ფარგლებში დაგეგმილი პრესკონფერენცია გააუქმა. მიზეზად ვიდეოს ასახელებენ, რომელშიც კანადის პრემიერმინისტრი, ჯასტინ ტრუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტი ბორის ჯონსონი სავარაუდოდ სწორედ მას დასცინიან.

ვიდეოში ჯონსონი მათი დაგვიანების მიზეზს კითხულობს, რაზეც ტრუდო პასუხობს, რომ პრესკონფერენცია 40 წუთი გაიწელა, შემდეგ კი ამბობს ფრაზას "მის თანამშრომლებს ყბა ჩამოუვარდათ", რაშიც სავარაუდოდ ტრამპის გუნდი და მისი კომენტარები იგულისხმება პრეზიდენტ მაკრონთან შეხვედრისას.

ტრამპს ვიდეოზე ჟურნალისტებმა სთხოვეს კომენტარის გაკეთება. მან ჯასტინ ტრუდოს ორპირი უწოდა მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ანგელა მერკელთან შეხვედრისას მან თქვა, რომ კანადის პრემიერმინისტრი სასიამოვნო პიროვნებაა.

"სიმართლე ისაა, რომ მე მას ვუთხარი, რომ კანადა თავდაცვაზე ბიუჯეტის 2%-ს არ ხარჯავდა და როგორც ჩანს ის ამით ბედნიერი არ არის." ასე ახსნა ტრამპმა ტრუდოს მიერ მასზე ხუმრობა.

ტრამპი დანიის და იტალიის ლიდერებს შეხვდება, შემდეგ კი პირდაპირ ვაშინტონში გაემგზავრება, შესაბამისად დაგეგმილი პრესკონფერენცია არ შედგება. ტრამპმა თქვა, რომ უკვე საკმარისი პრესკონფერენციები გამართა და ახალი სათქმელი არაფერი ექნება.

კომენტარები