ჩვენ პირობა მივეცით მოსახლეობას, რომ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველაზე მოწესრიგებული და ერთერთი საუკეთესო. შემიძლია წავიტრაბახო, რომ როდესაც დავამთავრებთ ამ პროექტის განხორციელებას, ევროპაში ერთერთი საუკეთესო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეყოლება თბილისს. ეს იქნება ახალი, განახლებული ევრო 6 ტიპის ავტობუსები, ყველა ახალი იქნება. პარალელურად, მიკროავტობუსები აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს. ტაქსის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და მართლა ძალიან მაგარია და ვფიქრობ, საზოგადოება ამას ხედავს და აფასებს. თუმცა, რეფორმა ჯერ არ დამთავრებულა და იქნება შემდეგი ეტაპები. ასევე, მოსაწესრიგებელია მეტრო. გარდა იმისა, რასაც ვაკეთებთ, ვაგონების რეაბილიტაციას, საჭიროა, ახალი ვაგონების შეძენა და სადგურების რეაბილიტაცია.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
კალაძე: შემიძლია წავიტრაბახო, ევროპაში ერთერთი საუკეთესო საზ. ტრანსპორტი ეყოლება თბილისს
tbl.ge/495u
დაკოპირდა

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის შესახებ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საუბრობს.
ამავე თემაზე
- 16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
- საქართველო-ჩეხეთის მატჩის შემდეგ მეტრო და ავტობუსები გვიანობამდე იმუშავებს
- მერია: უკრაინა-საქართველოს მატჩის შემდეგ მეტრო და ავტობუსები გვიანობამდე იმუშავებს
- ალბანეთი-საქართველოს მატჩის შემდეგ მეტრო და ავტობუსები 02:00 საათამდე იმოძრავებს
- კალაძე: 18-მეტრიან ავტობუსებს დეკემბერში შემოვიყვანთ, განტვირთვის საშუალებას მოგვცემს




