სახელმწიფო ბიუჯეტი

წელს მთავრობის სამივლინებო ხარჯები 282%-ით გაიზარდა და 62 მილიონი ლარია

აუდიტის სამსახური, ბიუჯეტის მონიტორის ცნობით 2019 წლის პირველ ცხრა თვეში მთავრობის სამივლინებო ხარჯები 28%-ით გაიზარდა.

თუ კი 2018 წლის იანვარ-სექტემბერში მთავრობის სამივლინებო ხარჯებმა 16,3 მილიონი ლარი შეადგინა, წელს იგივე მაჩვენებელი 62,3 მილიონი ლარია. მონაცემები მოიცავს როგორც ადგილობრივ, ასევე საზღვარგარეთ მივლინებებს.

ამავე პერიოდში თანამდებობრივი სარგოებზე დაიხარჯა 753 მილიონი ლარი. 1 მილიარდი ლარიდან 1,1 მილიარდ ლარამდე არის გაზრდილი ჯამური შრომის ანაზღაურების ხარჯები.

ასევე გაზრდილი არის შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურების ჯამური ხარჯიც. შტატგარეშე პირების მომსახურებაში მთავრობამ წელს 174 მილიონი ლარი დახარჯა.

კომენტარები