კახა კალაძე

კალაძე: დედაქალაქში საზ. ტრანსპორტი ყველაზე მოწესრიგებული 70-80-იან წლებში იყო

Kakha Kaladze კახა კალაძე / FB

"მინდა გავიხსენო წლები, როდესაც დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო ყველაზე მოწესრიგებული. ეს იყო 70-80-იანი წლები. მას შემდეგ ჩვენ გამოვიარეთ ძალიან რთული პერიოდი. გვახსოვს დრო, როდესაც სულ რამდენიმე მანქანა დადიოდა დედაქალაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე საერთოდ არ ვსაუბრობ.", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ახალი ავტობუსების წარდგენისას ისაუბრა.

კახა კალაძემ გაიხსენა პერიოდი, როდესაც, მისი შეფასებით, ყველას ეგონა, რომ "რაც უფრო დიდი ჯიპი ეყოლებოდა, მით უფრო ახლოს იყო ევროპული ცივილიზაცია". თუმცა, კალაძის თქმით, ეს პერიოდიც "გადაილახა".

დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები დღეიდან უკვე მოემსახურება თბილისის მოსახლეობას. კახა კალაძემ 38 ერთეული 8 მეტრიანი ISUZU-ს ფირმის ავტობუსი და 16 MAN-ის ფირმის 10-მეტრიანი ავტობუსი წარუდგინა მოსახლეობას.

კომენტარები