ოკუპირებული ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საზღვრის დარღვევის და ნარკოტიკების კონტრაბანდის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტი ავრცელებს. მათი მიხედვით სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი გენადი ბესტაევი სოფელ ხელჩუასთან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს და ჩხრეკისას მარიხუანა აღმოუჩინეს.

ბესტაევი ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს. მისი დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.

კომენტარები