მადონა

მადონამ "ძლიერი ტკივილების" გამო სამი კონცერტი გადადო

NME.com

მადონამ Madame X-ის ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი სამი კონცერტი "ძლიერი ტკივილების" გამო გადადო - მან ამის შესახებ ფეისბუქზე დაწერა.

"ძალიან გთხოვთ მაპატიეთ ტურნეს ასე დაუგეგმავად შემოტრიალება. ყოველ ღამე, ჩემი კონცერტების ჩატარება ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მათი გაუქმება სასჯელივითაა, თუმცა ჩემი ტკივილები ძალიან ძლიერია და მე უნდა დავისვენო, ექიმების ბრძანებები შევასრულო", - წერს მომღერალი.

მადონას არ დაუკონკრეტებია რისი ტკივილები აწუხებს მას. თუმცა, თვის დასაწყისში მან სან-ფრანცისკოში თავის ფანებს უთხრა რომ მუხლის ტკივილები აქვს.

მომღერალმა ასევე ინსტაგრამზე რამდენჯერმე დადო ფოტოები, სადაც ყინულებით სავსე აბაზანაში წევს და წერს, რომ ეს მისი ყინულის აბაზანებია ტრავმების მოსაშუშებლად.

კომენტარები