ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა, რომ პარლამენტმა იმუშაოს და მიიღოს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც მათ ინტერესებზეა მორგებული. ამიტომ ჩვენ უფლება არ გვაქვს, მიუხედავად ოპოზიციის სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულებისა და ქცევისა, ჩვენ ვადევნებთ თვალყურს როგორ ცდილობენ ისინი შეაფერხონ პარლამენტის მუშაობა. ფაქტია, რომ მათ პასუხისმგებლობა აქვთ აღებული მათი ბელადის წინაშე, ზოგიერთებს, მიხეილ სააკაშვილის წინაშე, ჩვენ კი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ჩვენი საზოგადოების წინაშე, იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, რომელთა გამოც ჩვენ აგვირჩია ამომრჩეველმა და საზოგადოებამ. ამიტომ ჩვენ უფლება არ გვაქვს რაიმე ფორმით შევყოვნდეთ ჩვენს საქმიანობაში და ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისი პროექტები მივიღოთ.
ანრი ოხანაშვილი
ოხანაშვილი: ოპოზიციას პასუხისმგებლობა აქვს ბელადის წინაშე, ჩვენ კი საზოგადოების წინაშე
tbl.ge/48h8
დაკოპირდა
თქვა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დაწყებისას, სადაც მიწის კანონში ცვლილებებს განიხილავენ.
ანრი ოხანაშვილიქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტიიურიდიულ საკითხთა კომიტეტიაქციები პარლამენტთანპიკეტიპროპორციული საარჩევნო სისტემა
ამავე თემაზე
- ანრი ოხანაშვილიმა ტვ პირველის ჟურნალისტს, თამარ ჩიხლაძეს ამორალური და უზნეო უწოდა
- ოხანაშვილი მუქარაში ბრალდებულზე: არ გამოვრიცხავ, რომ თვითდაზიანებები მიიყენოს
- ოხანაშვილი: რობაქიძე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ცდილობდა ჩემთან მიმართებაში
- რობაქიძე: ოხანაშვილს ვუთხარი, რომ გამყიდველი და ქვეყნის მოღალატეა, ამის გამო დამაკავეს
- შსს ოხანაშვილზე ფიზიკურ თავდასხმას არ ადასტურებს და ინციდენტს მუქარის მუხლით იძიებს