ანრი ოხანაშვილი

რობაქიძე: ოხანაშვილს ვუთხარი, რომ გამყიდველი და ქვეყნის მოღალატეა, ამის გამო დამაკავეს

ვახტანგ რობაქიძეს, რომელმაც ანრი ოხანაშვილს ბაკურიანში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, სამ დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება ახალციხის სასამართლომ დღეს მიიღო. ახალციხის სასამართლომ დღეს მიიღო. დაკავებული ამბობს, რომ მან ოხანაშვილს გამყიდველი და ქვეყნის მოღალატე უწოდა და ამის გამო დააკავეს. 

"ანრი ოხანაშვილის პირადი პატიმარი ვარ... მივმართე და ვუწოდე ქვეყნის გამყიდველი და მოღალატე და ამის გამო დარეკა პოლიციაში და დამაკავეს და მომისაჯეს სამ დღიანი პატიმრობა. არ ვიცი რატომ დარეკა პოლიციაში, ვერ აიტანა რომ ვუთხარი ქვეყნის მოღალატე ხართქო. რაც რეალურია ის ვუთხარი, მეტი არაფერი მითქვამს," - ამბობს რობაქიძე მთავარ არხთან საუბრისას. 

ინციდენტი გუშინ, 14 იანვარს, ბაკურიანში ერთერთ რესტორანში მოხდა, ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი იქ ოჯახთან ერთად იყო.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

კომენტარები