ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ოჯახის კიდევ სამი წევრი სხეულის დამწვრობებით თელავის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ცეცხლთან ან სხვა საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელ მოპყრობას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო დანაყოფები.