25 ნოემბრის აქციის დაშლა

კობა კობალაძე: არავინ დაურბევიათ, წესრიგი აღადგინეს

არავინ არ დაურბევიათ, წესრიგი აღადგინეს. შევეშვათ ამ ისტერიას და დავიწყეთ სახელმწიფოებრივად ფიქრი. არის კონსტიტუცია, მიღებული იქნა გადაწყვეტილება [პროპორციულ არჩევნებზე], ვსო მეტი რა ვთქვათ.

ქართული ოცნების წევრი კობა კობალაძე პარლამენტთან აქციის მონაწილეების სპეცრაზმის მიერ დაშლას გამოეხმაურა. გამთენიისას, დაახლოებით 5 საათზე, სპეცდანიშნულების რაზმმა პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტები ტროტუარებზე იდგნენ და კანონს არ არღვევდნენ, წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.

კომენტარები