25 ნოემბრის აქციის დაშლა

კალაძე: დღეს ადამიანები აქციაზე არ გამოდიან, რადგან უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აწუხებთ

გუნდში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. არის დეპუტატების ნაწილი, რომლებიც პროპორციულ სისტემას ემხრობიან, არიან დეპუტატები, რომლებიც შერეულ სისტემას უჭერენ მხარს.

რატომ არის, რომ დღეს ადამიანები არ გამოდიან აქციაზე. იმიტომ, რომ ადამიანებს დღეს სხვა პრობლემები აწუხებთ. სხვა პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია და მოსაგვარებელია მათთვის, ვიდრე საარჩევნო სისტემა.

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.

კომენტარები