25 ნოემბრის აქციის დაშლა

კალაძე: პოლიტიკური კრიზისი აქვს ოპოზიციას

პოლიტიკური კრიზისი აქვს ოპოზიციას. იმ კონკრეტულ პარტიებს, რომლებიც დღეს დესტრუქციულ ქმედებებს ეწევიან. ჩემთვის არაა მიღებული დესტრუქციულ ქმედებები. ვფიქრობ, რომ კონსტრუქციულობა არის მნიშვნელოვანი, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - განვითარებისთვის, წინსვლისთვის... 

შეიძლება მე დღეს ხელისუფლებაში ვარ, ხვალ ჩემი გუნდით შეიძლება ოპოზიციაში ვიყო, ჩვენი პარტიით, მაგრამ ჩვენ არასდროს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ წავალთ. არასდროს ვიქნებით დესტრუქციულები.

ამბობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას. 26 ნოემბერს, გამთენიისას, მშვიდობიანი დემონსტრანტები ხელისფლებამ სპეცრაზმის გამოყენებით დაშალა. ოპოზიცია და აქტივისტები ითხოვენ, ხელისუფლებამ გავრილოვის ღამის შემდეგ, 24 ივნისს მიცემული დაპირება შეასულონ და 2020 წლის არჩევნები სამართლიანად, ე.წ გერმანული მოდელით ჩატაროს.

კომენტარები